ბატონო  შალვა, დარბაზში არის 66 უმრავლესობის წევრი და კანონპროექტები 80- 81 ხმით როგორ მიიღება? ცოტა დაუწიეთ ხოლმე თუ შეიძლება - ასე მიმართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონპროექტების კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს. 

"ვერ გეტყვით, თქვენ რას თვლით, რეგისტრაცია გავლილი აქვს ხალხს" - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ლევან ბეჟაშვილს.

პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას რეგისტრაცია გაიარა 128 დეპუტატმა. პარლამენტის პლენარული სხდომის მუშაობის დასაწყებად  საჭირო კვორუმი 76 დეპუტატის ხმაა.