დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ, პარტიის წევრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად რიკოთზე აქცია-ბრიფინგი გამართეს.
"საქართველოს მთავრობის კორუფციული ინტერესებით შერჩეულმა ჩინურმა კომპანიებმა ადგილობრივებს საცხოვრებელი დაუნგრია. მათი სახლების ქვეშ გაიყვანეს გვირაბები და არის ნგრევის საფრთხე, დღეს ადამიანები არიან შეკრებილები და მოითხოვენ გამოძიების დაწყებას ამ კორუფციაზე, გულგრილობაზე, უნდა მოვთხოვოთ პასუხი საქართველოს მთავრობას, ირაკლი ქარსელაძეს, ჩინურ კომპანიას. პასუხი უნდა მოვთხოვოთ ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინეს რიკოთის უღელტეხილზე. ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი. სწორედ ამიტომ ვითხოვთ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ქარსელაძის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ.
ჩვენ მოვამზადეთ საჩივარი. ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ საჩივარს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვისაც აქვს კონკრეტული საფრთხე. ამას სჭირდება დროული რეაგირება ხელისუფლებისგან. ყველა კარგად უნდა ხედავდეს, რამხელა საფრთხის შემცველია ის სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს ჩინური კომპანია. მივმართავთ გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას, თუმცა არ გვაქვს იმედი, რომ ისინი რამეს გამოიძიებენ" - განაცხადა ლაშა ფარულავამ.