თბილისის საქალაქო სასამართლომ "ლეიბორისტული პარტიის" წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოში სოციალურ ქსელში სხვის პოსტზე კომენტარის დაწერის გამო იყო დაბარებული. 

როგორც ლაშა ჩხარტიშვილი საამართლ პროცესამდე განმარტავდა, საგამოძიებო უწყება მას Faceboook-ზე დაწერილ კომენტარს ედავება, სადაც მან ერთ-ერთ პოსტზე დაწერა, თუ არ შეიძლება არც შუა ქუჩაში დგომა და კრძალავენ ტროტუარზე შეკრებასაც მაშინ სად უნდა გამოხატონ ადამიანებმა პროტესტი.