„ოცნებას ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია ის რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტიცია გადაახიეს თავზე და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს“ - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა
ბაქრაძის თქმით ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მოუღებელია, ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება
“ჩვენ ხშირად ვსაუბეობთ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო მიიტაცა. არც ვერტიკალურად, არც ჰორიზონტალურად ხელისუფლების დანაწილება საქარყველოში აღარ არსებობს.
ოცნებას ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია ის რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტიცია გადაახიეს თავზე და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს.
ეს კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ფაქტობრივად ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ ვდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს. ისეთ ქვეყანას, როგორც დღეს სამწუხაროდ არის საქართველო არანაირი შანსი არ აქვს ცივილიზირებულ ქვეყნებთან ერთად იყოს, გახდეს ევროპის კავშირის წევრი.
ვფიქრობ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად და ეს არის უაღრესად ცუდი ნიშნები, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში ჩვენ მივიღებთ ავტორიტარულ სახელმწიფოს და ფაქტობრივად არ გვექნება არანაირი დემოკრატიული სტრუქტურები ამ ქვეყანაში.
ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მოუღებელია, ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება” – განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2024 წლის 15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად დანიშნულ კახა წიქარიშვილს ულფებამოსილება შეუჩერა
ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით: საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა