„ერთობა არის ერთადერთი გზა ქვეყნის გადარჩენისათვის. ჩვენი დიდი ერთობა და დიდი ეროვნული ძალისხმევა კი საჭიროა იმისათვის, რომ საქართველო დავაყენოთ სწორ გზაზე, რომ საქართველო იყოს ნაწილი თავისუფალი ერების ერთობისა, ჩვენი მიზანია ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც ყველა ბედნიერად იცხოვრებს.“ - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ პლატფორმის წარდგენაზე
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა არის მართლაც გზაგასაყარზე და ეს ქვეყანა დგას ალბათ ამ საუკუნეში ყველაზე დიდი გამოცდის წინაშე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ვინც აქ არის, კარგად ესმით, რომ ჩვენ დავძლევთ ამ დიდ ამოცანას, რომელიც ჩვენს თვალწინ დგას მხოლოდ ერთობით, სწორედ ამიტომ შევუერთდი ამ ჯგუფს ადამიანებისა, რომელსაც მე მჯერა, რომ სურთ არა მხოლოდ რომელიმე ერთი პარტიის, ერთი კოალიციის გამარჯვება, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება ამ დიდ ბრძოლაში.
როდესაც შემეკითხებიან თუ რატომ მოვედი, რადგან მეც შემეძლო წყნარად ვყოფილიყავი და სიმშვიდეში, ამავდროულად კი მახსენდება მოციქული პავლეს სიტყვები, რომ აღარ არის ჩვენს შორის არც მონა და არც თავისუფალი. მნიშვნელობა არ აქვს ქალი იქნება თუ კაცი, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი დიდი მიზანი - გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი სამშობლო, ურჩხულისაგან, რომელიც უფსკრულისაკენ მიაქანებს ამ ქვეყანას. ამიტომ არის ერთი გზა ამ გადარჩენის - ეს არის ჩვენი დიდი ერთობა და დიდი ეროვნული ძალისხმევა იმისათვის, რომ საქართველო დავაყენოთ სწორ გზაზე, იმისათვის, რომ მრავალფეროვანი საქართველო იყოს ნაწილი თავისუფალი ერების ერთობისა, ჩვენი მიზანია ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც ყველა ბედნიერად იცხოვრებს, სადაც იქნება სამართლიანი სამართალი, სოციალური სამართლიანობა, სადაც ყველასათვის იქნება თავისუფალი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სადაც იქნება განათლება, თანასწორობა ადამიანებს შორის და სადაც განსხვავებული აზრისათვის არავინ არ იდევნება, ასეთი სამშობლო მინდა მე და მგონია, რომ თქვენც.
ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა მოციქული პავლეს სიტყვები შეგახსენოთ - „თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ და მაშ იდექით მედგრად და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.“ - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ