ვფიქრობ, ერეკლე არის „ქართული ოცნებისათვის“ რუსეთთან კარგი ურთიერთობის სიმბოლო და მხოლოდ ამ თვალსაზრისით აინტერესებთ საქართველოს ეს მართლაც დიდი მეფე, – ასე გამოეხმაურა"ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ბაქრაძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას.
„არაფერი არ არის ამაში არასწორი, უბრალოდ ჩვენ ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო პროპაგანდისტული ტრიუკია, რათა ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის გული მოიგონ, თორემ არაფერი ამაში არ არის, დგას მშვენივრად თელავში. ვფიქრობ, მართლაც რომ ერეკლე არის „ქართული ოცნებისთვის“ სიმბოლო რუსეთთან კარგი ურთიერთობის და მხოლოდ ამ თვალსაზრისით აინტერესებთ ეს მართლაც დიდი მეფე საქართველოსი“, – აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი, ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს