არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არც ვადამდელი არჩევნები? მხოლოდ კანონის უკან გაწვევა და გუშინ დაპატიმრებულების გათავისუფლება? ესაა მოთხოვნა?, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.
„ვთქვათ გაიწვიეს კანონი, ან პრეზიდენტადწოდებულმა ვეტო დაადო, რომელსაც ვერ დაძლევენ და გუშინ დაპატიმრებულები გაათავისუფლეს, მორჩა ამით? კარგად ვიცი ეტაპობრივი გამარჯვებების მიღწევის ფასი, მაგრამ ეს კარგ შემთხვევაში შეცდომაა!“, - წერს ხაბაზი.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის"ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ზუსტად ერთი საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, გაიხმონ კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლონ გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე“.