სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, კომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.
„ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ევროპული საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არის ამ ქვეყნის მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარება, ისევე როგორც საქართველოს ერთგულების, საერთო ღირებულებების“, – წერს ხავიერ კოლომინა.
Congratulations to Georgian authorities and to the Georgian people! The recommendation by the #EUCommission to the #EUCouncil to grant candidate status to 🇬🇪 is a recognition of the work done by the country and its commitment with shared values https://t.co/fTItX4LD7L
— Javier Colomina (@JavierColominaP) November 9, 2023