ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„სასაცილოა, როდესაც ხელისუფლება, რომელიც მეათე წელია უმრავლესობაშია, ოპოზიციას პროცედურული ხრიკებით უპირისპირდება და ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა, ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ ამ პროცედურულ ომს დიდ ხანს ვერ გააგრძელებს „ქართლი ოცნება“ იმიტომ, რომ მათ აქვთ დღის წესრიგში ისეთი საკითხები, რომელთაც კენჭი უნდა ეყაროს და ასე პარალიზებას პარლამენტისას ისინი ვერ შეძლებენ“- ამბობს ხათუნა სამნიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.