"არ ვიცი, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას, რომ ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი ორგანო ვინც უნდა იყოს, დაიცვას სუს-ის და შსს-ის რაზმებით ჩვენგან და თქვენგან. ეს არის შიშის მაჩვენებელი" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის მომავლისთვის და ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება საზოგადოების ძალიან ბევრმა ჯგუფმა დააფიქსირა.
„არ ვიცი, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას, რომ ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი ორგანო ვინც უნდა იყოს, დაიცვას სუს-ის და შსს-ის რაზმებით ჩვენგან და თქვენგან. ეს არის შიშის მაჩვენებელი. ამ კანონპროექტის მიღება ძალიან მძიმე იქნება ქვეყნის მომავლისთვის, არ გამოუვათ ის გზავნილი, რომ ყველა თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ქვაბში მოხარშონ, მეცნიერები, საფეხბურთო კლუბები, ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოს მომავლისთვის უშრომია, ვნახეთ ყველას მოსაზრება. ოპოზიცია ვაპირებთ კოორდინირებულ მოქმედებას საქართველოს პარლამენტში, ვაპირებთ გვქონდეს კომუნიკაცია და კოორდინაცია არასამთავრობო სექტორთან. რაც დღეს ხდება და როგორც იცავს სახელმწიფო, ხელისუფლება, უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ დეპუტატებისგან და პრესისგან თავს, არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.