მეგონა მელია ბრიფინგზე, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისაუბრებდა, ამ დროს პარტიაში გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება შემოგვთავაზა - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
"მელიასა და ჩემს შორის განსხვავება სწორედ მიდგომებს შორის არის. დღეს კოვიდი დაუდასტურდა პრეზიდენტ სააკაშვილს, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდებოდა. დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს, ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს მიხეილ სააკაშვილის.
როცა გავიგე, რომ ეს ადამიანი 9 საათზე ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იტყოდა რამეს, ამასობაში შემოგვთავაზა გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ჯერ ამომრჩეველმა და არა პირობითად ნიკამ"- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.