არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„არ მინახავს ინფორმაცია, რომელ ავიახაზებს მისცეს შემოსვლის უფლება. ეს მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დადგენა, არიან თუ არა ისინი სანქცირებული. არსებობს უსაფრთხოების საკითხები. თუ სანქცირებული არიან, მათ აქვთ ნაწილების პრობლემა, სერვისის გამართულობის, ეს არის ლეგიტიმური წუხილი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს. განსხვავება ახლა და 2019 წელს შორის არის ის, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ყირიმის შემდეგ უფრო შორს წავიდა და სისხლიანი, სასტიკი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ბავშვების, საავადმყოფოების წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის უპრეცედენტო შეჭრა მეზობელ ქვეყანაში, რათა გაენადგურებინა უკრაინის სუვერენიტეტი და იდენტობა. ეს არის მთავარი, რაც 2019 წლის შემდეგ მოხდა. არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე ჟესტს, საჩუქარს ქვეყნისგან, რომელიც სასტიკი აგრესორია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი