ფაშიზმი - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას.
მისი თქმით, მსგავსი თავდასხმები პოლიტიკოსების მიმართ რადიკალური დაჯგუფების წევრების მხრიდან ხდება.
„ეს არის ფაშიზმი, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. გინახავთ თქვენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან მისულიყო ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე, რომელიც კავშირში არ არის ოპოზიციურ პარტიასთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არ არსებობს ასეთი რამ. ყველა არის ამ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელი. როგორც გითხარით, ერთს არასამთავრობო ჰქვია, მეორეს მკვლევარი ჰქვია, ვითომ რაღაცებს იკვლევენ, მესამეს და მეოთხეს - რაღაცა. რეალურად, ერთ პატრონის ხელის ქვეშ არიან ეს ადამიანები, ეს თავდასხმები პოლიტიკოსებზე, ბულინგი, ჩვეულებრივი ფაშისტები არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.