„ხომ ხედავთ, ვისგან ისმის კრიტიკა – უსამშობლო მოღალატეებისგან და აგენტურისგან, ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენს საპატრიარქოს. ამაში ჩართულები იყვნენ წლების განმავლობაში, ფულს იღებდნენ, გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვიდათ.– ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
" ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, გრძნობს და აფასებს. კარგად ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას და სარწმუნოებას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.











