თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. 

"ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რადგან საქმე ეხება კონკრეტულ უბნებში, რაიონებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ბოლო წლებში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიოენბში, სოფლებში, ქალაქებში. ცხადია, არსებობს
გამოწვევები. მე თბილისზე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რადგან ყველა პრობლემა ვიცით, რაც უნდა მოგვარდეს და რა უნდა გაკეთდეს. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები. ოპოზიციაზე არ მინდა ვისაუბრო. ეს არ არის ჩემი საქმე. თავად ვერ გარკვეულან ერთმანეთში. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, როგორი
ფორმით წარდგება არჩევნებში. მთავარი არის ის, რომ ჩვენ არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან და ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სიძლიერე. ერთადერთი პარტია, ვისაც რეალურად გააჩნია კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს თუნდაც დედაქალაქში და
როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, მისი თქმით:

„თქვენ ძალიან ნერვიულობთ ჩემს კანდიდატურაზე. გაგიხარდებათ, როგორც მოქალაქეს, მე რომ ვიყო თბილისის
მერი? დაელოდეთ და თავის დროზე ყველაფერი ცხადი გახდება“. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აგვისტოში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს და მათ შორის ახალი სახეებიც იქნებიან.


„აგვისტოში უკვე წარვადგენთ მაჟორიტარობის კანდიდატებს და დეტალურ ინფორმაცის მივაწვდით საზოგადეობას. გვეყოლება ახალი სახეებიც. მნიშვნელოვანია ხალხში გასვლა, პირდაპირი კომუნიკაცია. ვინც დიდი ხანია საკრებულოშია და ჩვენს გუნდს წარმოადგენს, მათ მოსახლეობასთან კონტაქტი არასდროს გაუწყვეტიათ. ახალი სახეებიც პირველივე დღიდან ჩაერთვებიან ამ პროცესში“, - განაცხადა კახა კალაძემ.