რადიკალურმა ოპოზიციამ იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

„რუსთაველზე შეკრებილები არიან აგრესიული მომიტინგეები, რომლებმაც უკვე მოაწყვეს რამდენიმე პროვოკაცია, მათ შორის შუშის ბოთლები ისროლეს სცენის მიმართულებით. ჩვენ პროვოკაციებზე გუშინაც მოვისმინეთ ზურაბიშვილის განცხადება და ისინი ემზადებოდნენ ამისთვის. ამ ფონზე ლოგიკურია, მოვუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც მოდიოდა ამ ღონისძიებაზე, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეკრებილია საკრებულოსთან, ბავშვებთან ერთად, რომ დაიშალონ, არ წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო.