ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ? – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.
კალაძის თქმით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა გამოსულიყო გუშინდელ ღონისძიებაზე ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.
„რას ნიშნავს, არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.