კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან რადიკალური ქმედებები - კონკრეტული პოლიტიკოსების, ქართული კულტურის, სარწმუნოების დისკრედიტაციის მცდელობები უცხო არ არის, თუმცა ის არანაირ შედეგს არ გამოიღებს.
მისივე განმარტებით, მსგავს რადიკალურ ქმედებებს აზრი არ აქვს, რადგან ქართველი ხალხი ყველას და ყველაფერს კარგად აფასებს.
„მიჩვეულები ვართ ამგვარ რადიკალურ ქმედებებს. მთავარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობა. საზოგადოებამ შეაფასა ვინ ვინ არის, რა ნაბიჯებს დგამს, დაფინანსებებს რომ იღებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რისკენაა მიმართული. ქვეყნის განვითარებას, კულტურას, სარწმუნოებას ეწინააღმდეგებიან. ახლა პოლიტიკოსებზე გადავიდნენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობენ, არ გამოუვათ ეს, რადგან მთავარია მოსახლეობა, რომელიც კარგად აფასებს ყველას და ყველაფერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაციას, თითქოს გავრცელდა ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, სადაც დაიგეგმა მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ კამპანია.
შეგახსენებთ, გუშინ, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"
საკომიტეტო მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია - "არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს.
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ