დედაქალაქის მერმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა.
კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე N41 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს, ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორ არასდროს, სჭირდება მშვიდობა, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც ეს შეუძლია, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
დღეს, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ძალები, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველანაირი ბოროტება და სიბინძურე ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად არიან წარმოდგენილნი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ნახეთ თითოეული მათგანის წარსული, ვინ არიან, რას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ ხმა მიეცით იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, რათა თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.