თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საბურთალოს მესამე უბანზე მისცა ხმა.
როგორც კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია.
„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში ისე, როგორც არასდროს სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა აღმშნებელობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგას ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს არიან ძალები, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველანაირი ბოროტება, სიბინძურე ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. დღეს შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად არიან წარმოდგენილი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ნახეთ ყველა, თითოეულის წარსული, ვინ არიან, რას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდეო ყველას, გააფერადეთ 41, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა კახა კალაძემ.