რადიკალები თავიანთი გეგმის მიხედვით მოქმედებენ და ეს გეგმა არის აკერმანის სახელმძღვანელო, სადაც პირდაპირ წერია, რა ღონისძიებები უნდა გაატარონ, - ამის შესახებ კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს თუ ვინმეს აწყობს ძალადობა, დაპირისპირება ეს არის ოპოზიცია, ეს არის ის რადიკალები, რომლებიც თავიანთი გეგმის მიხედვით მოქმედებენ და ეს გეგმა არის აკერმანის სახელმძღვანელო, სადაც პირდაპირ წერია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა ღონისძიებები უნდა გაატარონ. ხვალ სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო ფეისბუკზე ჩემი ვიდეო მიმართვა, სადაც დეტალურად მინდა ავხსნა, რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში და როგორი პარალელების იმ აქციებთან დაკავშირებით, რომელსაც მშვიდობიან აქციებს უწოდებენ. რეალურად მშვიდობიან აქციასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“,- განაცხადა კახა კალაძემ.