"ვისაც არ ესმის სხვაობა მასშტაბურ აუდიოგამოკითხვასა და არჩევნებს შორის, საერთოდ რა უნდა პოლიტიკაში?!" - ამის შესახებ პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ვპასუხობ "ღრმად მოაზროვნეებს":

აუდიოგამოკითხვა არ არის და ვერ იქნება არჩევნები, ამიტომაც ჰქვია აუდიოგამოკითხვა! ესაა უტყუარი და გაუყალბებელი აუდიოდოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მოსახლეობის განწყობას მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ხელისუფლებისადმი. უკამათოს გახდის ნდობა- უდობლობის საკითხსაც და სრულად მოხსნის დაპირისპირებას დასავლელ პარტნიორებთან. მათ შორის, ვიზალიბერალიზაციისა, თუ სხვა საკითხებზე!

ვისაც არ ესმის სხვაობა მასშტაბურ აუდიოგამოკითხვასა და არჩევნებს შორის, საერთოდ რა უნდა პოლიტიკაში?! ამავდროულად, ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ: ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს ინიციატივა მისაღებიცაა და მოწონებულიცაა. რა არის გაუგებარი, აუდიოჩანაწერს ვერ გააყალბებ და აუდიოგამოკითხვის შედეგებს ეჭვქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ! ამის გაგებას არც ღრმა ცოდნა სჭირდება და არც ღრმა აზროვნება, ღრმა უფსკრულში კი ვართ", - წერს ირმა ინაშვილი.