ნაცებმა“ გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია, ფლანგები და ფრონტის ხაზი. მგონი, დაწინაურდა ხაბე, რადგან უფრო მეტი მხარდამჭერი მიჰყავს. თუ არ ვცდები, მას ჩვიდმეტით მეტი მხარდამჭერი შეხვდა. რეალურად, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ. სულ არ აინტერესებთ ის, ვისაც ამ აქციას უძღვნიან. -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საერთოდ არ აინტერესებთ მიხეილ სააკაშვილი, რომელთან დაკავშირებითაც აქციას აწყობენ.

„ნაცებმა“ გაშალეს თავისი 100-კაციანი არმია, ფლანგები და ფრონტის ხაზი. მგონი, დაწინაურდა ხაბე, რადგან უფრო მეტი მხარდამჭერი მიჰყავს. თუ არ ვცდები, მას ჩვიდმეტით მეტი მხარდამჭერი შეხვდა. რეალურად, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ. სულ არ აინტერესებთ ის, ვისაც ამ აქციას უძღვნიან. მათი ინტერესი არ არის, ის როგორ იქნება, იკვებება, აქვს თუ არა სამედიცინო სერვისი. მათი ერთადერთი ამოსავალი არის, რამენაირად, ყველანაირი მეთოდით თავიანთ პარტიაში მოაწყონ გადატრიალება, თავიანთ პარტიაში ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ იმ ჯიგარის ფულები გადაინაწილონ. მათ არ აინტერესებთ არც სააკაშვილის ჯანმრთელობა და არც ქვეყნის ინტერესები. მათ რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა აინტერესებდეთ, ეტყოდნენ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა თუ რაღაცაა და ექიმების რჩევას დაექვემდებაროს, ჯანმრთელობას მიხედოს. მათი ინტერესის სფეროა, როგორ მიითვისონ კეზერაშვილის ფულები. იმ ჯიგარმა იქიდან ბრძანა, რომ ვინც თავმჯდომარე იქნება, მასთან ექნება ფულადი გაცვლა-გამოცვლები. ამიტომაც არის, რომ იბრძვის ხაბე „მხარმოკლე“ და მელია სამეგრელოდან.

აქცია ერთ ადგილზე რომ გამართულიყო, მაშინ „ნაცებისთვის“ არ იქნებოდა ცალსახა, რომელი ფლანგია ლიდერი, რომელია რეალურად ლიდერი, თორემ იქ რომ ჰკითხო, ყველა ლიდერია. მე მაინც მგონია, ხაბე „მხარმოკლე“, როგორც მან თქვა, „ნაცების“ დნმ აქვს და უფრო მისკენ ვიხრები, ვინც ჭეშმარიტი „ნაცები“ არიან, უფრო ხაბეს უნდა შეუერთდნენ. კითხვა მაქვს, იმ ცარიელ სასახლესთან რომ ადიან, უმალავენ და არ იციან, რომ ის კაცი იქ არ ცხოვრობს? სულ სხვაგან ცხოვრობს თავისი ოჯახით. ვის ატყუებენ, თავს იტყუებენ, თუ თავიანთ მხარდამჭერებს ატყუებენ. ვერ ვხვდები, თავს ასე რატომ იმასხარავებენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.