"ნაცმოძრაობაში“ ვინც შედარებით ადეკვატურია, პარლამენტში ველოდები სამუშაოდ. დროზე გაემიჯნონ ამ ხელმოცარულებს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მისჯილი აქვს ევროპული სასამართლოს მხრიდან და ამ სასჯელს ბოლომდე მოიხდის.
„ათკაციან რაზმებს ნუ ღლიან, თქვენ მაინც გაგიფრთხილდნენ. ამინდები შეიცვალა, აცივდა. აქციებზე ჟურნალისტები გაცილებით მეტი ხართ, ვიდრე აქციის ინიციატორები. სააკაშვილი არის დამნაშავე, მას მისჯილი აქვს ევროპული სასამართლოს მხრიდან და ამ სასჯელს ბოლომდე მოიხდის. ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის ხელმოცარულების სახლიდან სახლამდე სირბილი.
„ნაცმოძრაობაში“ ვინც შედარებით ადეკვატურია, პარლამენტში ველოდები სამუშაოდ. დროზე გაემიჯნონ ამ ხელმოცარულებს. ნუ ჩაჰყვებიან კეზერაშვილებსა და მერაბიშვილებს პოლიტიკურ სანაგვეზე“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.