"ერთნი არიან ესენი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს საზოგადოება ისევ შეცდომაში შეიყვანონ და ამით გავიდნენ ფონს. გამორიცხულია", -ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„​რაც შეეხება იმას, რადიკალებს რომ ტოვებს საზოგადოება. რატომ? იმიტომ, რომ იშიფრებიან. თქვენ ნახეთ, მაგალითად გახარია, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა მოღალატეობრივი საქმიანობით, გადაბარგდა „ნაცებში“. „ნაცები“ გადმობარგდნენ „გახარიასთან“ და „ლელოში“. ამიტომ წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად არ არსებობს, გადანაწილებული ჰყავთ ამათ. ჩვენც ამას ვამბობდით, რომ ერთნი არიან ესენი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს საზოგადოება ისევ შეცდომაში შეიყვანონ და ამით გავიდნენ ფონს. გამორიცხულია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.