2 თვეზე მეტია აორგანიზებენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით, განადგურებით, თავზე გადავლით და შეკრიბეს 7000 - მდე ადამიანი😊 და ისიც 33 წუთში დაეშალათ🤷♂️ იმედია ახლა მაინც საბოლოოდ დარწმუნდით ე.წ ოპო-ლიდერები ,რომ როცა ხარ აგენტი და უსამშობლო, მერე ის შენი მომხრეებიც კი გაგემიჯნებიან! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.
"აბრალეთ ახლა ერთმანეთს თუ ვისი ბრალია მორიგი ჩავარდა შეკრების და დაფოტოშოფებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი! მთელმა საქართველომ კი ვნახეთ პირდაპირ ეთერში თუ რამდენი შემორჩით ერთმანეთს😁😁😁😊მშვიდობას და პრაგმატულ პოლიტილას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამას უჭერს მხარს დანარჩენი საქართველოც! 😍🙌"- წერს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც გამოსახული იყო მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ორივე გადახაზული იყო წითელი ხაზებით.








