"რეალურად, საქმე გვაქვს ერთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც საქართველოში ტრაგედიისა და ომის თანაავტორი იყო. ისინი დღესაც იმავე პოლიტიკის გამგრძელებელი არიან. ამიტომ, ამ კონგლომერატში რა გადაადგილება მოხდება, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, შემდეგ რაღაც ნაწილები გაერთიანდებიან თუ არა, ეს მათ საერთო სახეს, მოცემულობასა და სურათს არ ცვლის." - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
"მათი ელექტორატი ძირითადად ერთგვაროვანია – ეს ძირითადად არის „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი, რომელზედაც დაშლილი თუ ხან გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილებს შორის ახლა ნადირობა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე პრინციპული სიახლე ან მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ აქვს და არც ელექტორალურად იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს. ფაქტია, რომ მათი არეალი მკაფიოდ არის შემოსაზღვრული, 25-30 პროცენტის ფარგლებში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.