რა სენტიმენტები, გეგმები და მისწრაფებებიც არ უნდა ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება ერთი, კერძო ადამიანის გეგმები და ფიქრები, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„რაც შეეხება საქართველოს, როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო ის კონსტიტუციის მიხედვით გააგრძელებს ცხოვრებას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეცნო.