საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მარნეულში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად აფასებს. 

" ზოგადად ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ გარკვეული პირები ცდილობენ გარკვეული პროვოკაციული ქმედებებით ყველანაირად ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესს. მიზანი ამ პროვოკაციული ქმედებებისა არის ის, რომ ,,ქართული ოცმების,, გამარჯვების შემდეგ, რამენაირად იქნებ უცხოელ დამკვირვებლებს ათქმევინონ, რომ ექსცესებს ჰქონდა ადგილი და არჩევნებს რამენაირად ჩრდილი მიაყენონ. სხვა მხრივ, ალბათ ყველაფერი გაკეთდება საარჩევნო კომისიების მხრიდან, რომ რეალურად არანაირი ექსცესი არ იქნას დაშვებული, რომელიც შეაფერხებს ხმის მიცემის პროცესს. " - განაცხადა ქადაგიშვილმა.