ლეგიტიმაცია - არა ლეგიტიმაციის საკითხი საერთოდ არ დგას. ეს რომ მდგარიყო სერიოზულად, ამასთან დაკავშირებით არ მოერიდებოდნენ პოზიციების ძალიან მკაცრად და მკაფიოდ დაფიქსირებას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა ან არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა.
"არ დგას ერთი ობიექტური მიზეზის გამო - მიუხედავად ძალიან დიდი პოლიტიკური სურვილისა გარკვეული წრეების მხრიდან, რომ აქ "რეჟიმ ჩეინჯინგის" პოლიტიკა, ანუ სხვა, მათთვის სასარგებლო ხელისუფლება მოეყვანათ, ვერანაირი არგუმენტი და მტკიცებულება, რომ არჩევნები ან არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ან დარღვევებით ჩატარდა, ან რაღაც ამგვარი იყო, რამაც ოდნავი ზეგავლენა მაინც მოახდინა ამომრჩევლის ნების გამოხატვასა და არჩევნების შედეგებზე, ბუნებაში ვერ აღმოაჩინეს, იმიტომ, რომ არც არსებობს. ვინც კანონს იცნობს, ვინც ჩატარებული [არჩევნების] ტექნოლოგიის სიღრმეში ოდნავ მაინც ერკვევა, წარმოუდგენელია ასეთი რამის ფიზიკურად განხორციელება.
ის, რომ საქართველოში "სისხლიანი რეჟიმია", ამის ნათელი მაგალითია საქართველოს ტელევიზიები, როცა ჩართავთ და სხვადასხვა ეთერებში სხვადასხვა "იატაკქვეშეთში" მოქმედი პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან მრავლად წარმოდგენილი.
დრომ დაანახა ყველას, რომ ხელისუფლება და საზოგადოება მდგრადია, სახელმწიფო მდგრადი და მყარია", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.