„ადამიანები ხედავენ, რომ ხელისუფლება მათ პრობლემებზე მუშაობს და მუდმივად საკითხების გადაწყვეტაზე ფიქრობს. როცა გამარჯვებაზე ვსაუბრობთ, არგუმენტი ის საქმეა, რასაც ქვეყნის მასშტაბით კეთდება. ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე პარტია მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს." – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
" ბარიერი გადალახეს და მანდატები არ გამოიყენეს, რაც მათი არჩევანია. როცა გარედან დაწერილ სცენარებს ბრმად მიყვებიან, ეს მათი პრობლემაა. ნაწილს უჭირს თქვას, რომ აბსოლუტური სიბეცე იყო, რაც ჩაიდინეს. ამიტომ, ახლა თვითმმართველობის არჩევნებში რა პირით უნდა მიიღონ მონაწილეობა? – გადაწყვეტილების მიღება ამიტომ უჭირთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.