პრემიერ მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს თავის, როგორც მთავრობის მეთაურის პოლიტიკურ ხედვას მიმდინარე პროცესების და მთავრობის მიმდინარე საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ის სიახლეები, აქცენტები, რაზედაც ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი გაამახვილებს ძირითად ყურადღებას - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს.
„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით იმ პროგრამის რეალიზაციას, რაც ქართველ ხალხს 2020 წლის არჩევნებში დავპირდით და მიმდინარე წელიც ჩვენი საპროგრამო მიზნების განხორციელებას ემსახურება. მოგეხსენებათ, მივიღეთ ახალი ბიუჯეტი, რომლითაც 2024 წელს იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა, ამ ბიუჯეტში ასახულია და ფინანსურ მაჩვენებლებშია გადაყვანილი ყველა ის საკითხი, რაც მთავრობას ჰქონდა დაგეგმილი შესასრულებლად. ამიტომ, საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს. ამ განხილვის დროს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს თავის, როგორც მთავრობის მეთაურის პოლიტიკურ ხედვას მიმდინარე პროცესების და მთავრობის მიმდინარე საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ის სიახლეები, აქცენტები, რაზეც ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი გაამახვილებს ძირითად ყურადღებას. ამ თემაზე მუშაობს ბატონი ირაკლი და როდესაც ის წარდგება ორშაბათიდან პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წინაშე, თავად ისაუბრებს პოლიტიკურ გზავნილებზე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.