„აგენტზე არ არის საუბარი, არამედ ჩვენ, ყველას ვაჩვენეთ, რომ ადამიანები, რომლებიც მანკიერ ქმედებებს ახორციელებენ, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური ძალის აგენტები. „სირცხვილია“, „დროა“, ეკლესიის მაგინებლები, მთავრობის გადადგომის მომთხოვნი ადამიანები – ესენი არიან უცხოური გავლენის აგენტები. ისინი მოქმედებენ არა ქართველი ხალხის სახელით, არამედ უცხოური ძალების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ." - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა

"კანონპროექტის საფუძველზე ამაზე ფართო ინფორმაცია მიიღო საზოგადოებამ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. პოლარიზაციას ხელს უწყობს „სირცხვილიას“ და „დროას“ დაფინანსება კეზერაშვილთან ერთად.

კონკრეტული ორგანიზაციები არიან, რომლებიც აგინებენ ეკლესიას. გუშინ შესაბამისი ტრანსპარანტები იყო აქციაზე, ესეც ვიხილეთ. ისინი ეკლესიის მაგინებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. ამაზე ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეკლესიის წინააღმდეგ პროპაგანდის აღკვეთა და ყველა იმ ნაბიჯის, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება, ჩვენ შევიცვალოთ განწყობა PVT-ის (პარალელური ხმის დათვლა) გამყალბებლის მიმართ, ეს შეუძლებელია. ან ეკლესიის მაგინებლის მიმართ როგორ შეიძლება, შევიცვალოთ განწყობა, ეს შეუძლებელი, გამორიცხულია. სამწუხაროა, რომ ამისათვის ბოროტად იყენებენ უცხოელების გადასახადის გადამხდელების თანხებს. ამაზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთა თანხებიც იხარჯება ამ ყველაფერზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.