როცა დადგება სათანადო დრო, ჩვენ მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ გავრცელდა ყალბი კამპანია, თითქოს ჩვენ დავადექით რუსეთის გზას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ ვინმეს შეეშალა, ეს არის ის, ვინც ტყუილს ავრცელებდა ამ კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს მხარეს, რა თქმა უნდა, შედეგი მისაღებია მხედველობაში. ის, რომ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში იყო შეყვანილი, ეს შეიძლება იყოს დიდწილად ჩვენი ბრალიც. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს შეცდომაში შეყვანილი, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. დღეს ამ თემაში ჩვენ არ შევალთ, როცა ამის დრო იქნება, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ყალბ კამპანიასთან დაკავშირებით, თუმცა დღეს ამას არ განვიხილავთ. როცა იქნება სათანადო დრო, ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას იმაზე, თუ როგორ გავრცელდა ყალბი კამპანია, თითქოს ჩვენ დავადექით რუსეთის გზას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.