საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის; საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ჩვენი ფიქრები ახლა ირანელ ხალხთანაა,“- წერს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, ირანის ხელისუფლებამ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.
Georgia expresses its deepest condolences on the death of Dr. Ebrahim Raisi, President of the Islamic Republic of Iran, Foreign Minister Hossein Amir-Abdollahian and other government officials. Our thoughts are with the people of Iran.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 20, 2024