საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისეთი პროდასავლელია, როგორ ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი არის ისეთივე პროდასავლელი, როგორიც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე. ის პირდაპირ მიჰყვება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს, მათ სურვილი აქვთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. სხვანაირად როგორ აიხსნება ზურაბიშვილის განცხადებები?! ის პირდაპირ აწარმოებდა ისეთივე კამპანიას, როგორსაც რადიკალური ოპოზიცია. შენ თუ ფორმალურად ასრულებ მოთხოვნებს, მაშინ რა გესაქმება ევროკავშირში და როგორ უნდა მიიღო კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.