ფაშიზმის არავის ეშინია, განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მხარდაჭერის შემდეგ, მათი ოჯახის წევრების მიმართ სიძულვილის კამპანია ხორციელდება.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს ფაშისტური ბულინგის არ ეშინიათ.

„რეალურად, რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდა და ეს არის ერთგვარი უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ, თუ სახე საკუთარი მხარდამჭერებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ვერ იქნება წარმატებული. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომლებსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია, განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.