„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
აუდიენცია დღეს ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ასევე სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტთან შედგება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება .