გვარამია გამოუშვეს პოლარიზაციისთვის. ვინც უკარნახა სალომე ზურაბიშვილს, რომ გვარამია უნდა შეეწყალებინა, მას ამოძრავებდა ერთადერთი მიზანი, პოლარიზაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამია პოლარიზაციის გაღვივებას განაგრძობს.
„ვიცით, რომ გვარამია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში იყო ერთ-ერთი პოლარიზატორი, ვინც აღვივებდა პოლარიზაციას მთელი ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გვარამიას შეწყალების უკან ერთადერთი მიზანი იყო, პოლარიზაციის გაღვივება და ეს დაადასტურა გვარამიამ თავისი გუშინდელი ინტერვიუთი. ის აგრძელებს პოლარიზაციის გაღვივებას, რაც ბუნებრივია, მისი გათავისუფლების მიზანი იყო, თუმცა რაიმე დიდი რესურსი არც გვარამიას არ აქვს. ის არის მორიგი პრიგოჟინისტი. მისი რესურსი არის ნულოვანი პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.