საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე საკითხები განიხილეს.

მისი თქმით, შეხვედრებზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის დასწრება და მისი მოსმენა პარტიის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„შეხვედრების მიზანი იყო მიმდინარე საკითხების განხილვა. ორივე შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორ საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებზე. ორივე შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა ძალიან საინტერესოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.