სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„შეიძლება საკადრო მხარე იყო ამის მიზეზი, შეიძლება სხვა რამე, მაგრამ ფაქტია, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა გარემოებები, მაშინვე მიმართა პროკურატურას. ოხანაშვილის დროსაც აქტიურად მზადდებოდა ეს საქმე. მის დროს დაიწყო ამ საქმის მომზადება. კორუფციასთან ბრძოლა არის მამუკა მდინარაძის ერთ-ერთი მთავარი მისია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.