„დეპოლარიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ოპოზიციამ თუ არ გადადგა ნაბიჯები დერადიკალიზაციისკენ რა თქმა უნდა ეს პუნქტი ვერ შესრულდება“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პოლარიზაციის მთავარ წყაროს რა თქმა უნდა ამით ღვივდება პოლარიზაცია. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი მხრიდან რაც არის შესაძლებელი, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება“-აღნიშნა კობახიძემ.
პარტიის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თუ ეს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგიდან მოიხსნება, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს არ მიიღებენ.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას- ამაზე ჩვენ კანონი გვქონდა შემუშავებული. ორი მოსმენით მივიღეთ, მესამე მოსმენით ჯერ-ჯერობით არ ვიღებთ. დაველოდებით დეკემბრისთვის ევროპული საბჭოს პოზიციას და ამის შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თუ ამა თუ იმ ფორმით მოიხსნება ეს საკითხი 12 პუნქტიდან, ევროკავშირის დღის წესრიგიდან, ჩვენ ამ კანონს არ მივიღებთ, მაგრამ თუ დარჩება ძალაში მოთხოვნა დეოლიგარქიზაციის თაობაზე რაც თავისთავად ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას, ამ შემთხვევაში მოგვიწევს კანონი მიღება, თუმცა დეკემბრამდე რა თქმა უნდა ეს საკითხი არ განიხილება“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.