"მოლდოვაში პრაქტიკულად აღარ არსებობს არც პოლიტიკური პლურალიზმი, არც მედია პლურალიზმი, მოლდოვა რჩება დსთ-ის წევრად, მაგრამ არავინ ახსენებს ამ ფაქტებს. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიტანოთ ერთი მარტივი დასკვნა, საქართველოს მიმართ არსებობს ის ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ." - ამის შესახებ მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება.
სხვანაირად ვერავინ ახსნის, რატომ არ საუბრობენ მოლდოვაში არსებულ პრობლემებზე. აქ ხომ ჩანს აშკარად მიკერძოება და ორმაგი სტანდარტი, როცა პოლიტიკური პლურალიზმი პრაქტიკულად აღარ არსებობს ქვეყანაში. დსთ-ის წევრად როცა რჩება მოლდოვა და იქ არ საუბრობენ ევროპული კურსიდან გადახვევაზე, აქაც ხომ ჩანს ორმაგი სტანდარტი.
ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. მთავარია, საბოლოო ჯამში, აშშ-ის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს სწორი, პრაგმატული, სამართლიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით და ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი, მიღწეულ იქნეას გადატვირთვა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, აშშ არის დიდი სახელმწიფო მსოფლიო გავლენით. ჩვენ ბევრის შეცვლა არ შეგვიძლია ამ გადატვირთვის თვალსაზრისით. ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. მათი მხრიდან თუ იქნება კეთილი ნება და შემხვედრი ნაბიჯები, ასეთ შემთხვევაში რეალურად გარდატეხა იქნება უზრუნველყოფილი, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.