თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო მისი პოლიტიკიდან გასვლა, თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდი, მხოლოდ მიესალმება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიის ყრილობას, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება.
„ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე არავითარი განხილვა არ ყოფილა. თავის დროზე მისი გადაწყვეტილება იყო, რაც პოლიტიკიდან გასვლას უკავშირდებოდა. სხვა გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ამ შემთხვევაში, გუნდი მხოლოდ მიესალმება, ეს არაერთხელ გვითქვამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.