სააკაშვილი დროდადრო ცდილობს, გაითამაშოს დემენცია, რაც სინამდვილეში არ სჭირს, მაგრამ პერიოდულად ცდილობს, გაითამაშოს. არასერიოზულია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სუპერ პაკ-ს რაც შეეხება, მათი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოსულია 20 %- ს ქვემოთ, სადღაც 15% არიან. ეს არის მათი სუპერ პაკ-ი. ხაბე, კეზერას, სააკაშვილის სუპერ პაკ-ი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვას პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:
„მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი, რადგან მას არ ეკუთვნის ობიექტურად საავადმყოფოში ყოფნა. ასე მგონია, გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი დაავადება არ აქვს. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შეფასება, თუმცა შესაბამისი უწყებები იღებენ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, მე არ მაქვს კომპეტენცია, ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ“.