არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არიან ეკოლოგიური საკითხებით დაკავებული, სოფლის მეურნეობა და ა.შ. თუმცა არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც არიან საეჭვო საქმიანობაში ჩართული, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ, ღიად ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და ა.შ. დიფერენცირება არის საჭირო. სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ სადმე ირიბად ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ეს არის ცუდი. დანარჩენი დეტალებია სანახავი“, - განაცხადა პრემიერმა.