როგორც ჩანს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება ძალიან ბევრი ერთი, ორი და 3%-ანი ოპოზიციური პარტია, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე და კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, უჭირთ გაერთიანება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საბოლოოდ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს კარგ სურათს. საბოლოო სურათი იქნება, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც საბოლოო ჯამში შედეგად მოგვცემს „ქართული ოცნების“ მორიგ, მეცხრე ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ წიაღში, მით უკეთ