"დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები", - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "ნაცმოძრაობის" მისამართით, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას,  რას ფიქრობს იმაზე, რომ EPP-ის სამი წევრი პოლონელი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია "იმედის", "რუსთავი 2"-ისა და "პოსტივის" სანქცირებას 

"EPP და მათი პოლონელი წარმომადგენლები ცალკე კომედიაა, რადგან ვიცით მათი პოლიტიკური წარსული. როდესაც ბალტიისპირა ქვეყნებზე ვსაუბრობთ, კარგად ვნახეთ მათი როგორც უსაფრთხოების და შიშის გამო გაკეთებული განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვერანაირი სანქცია ვერ გადაფარავს იმ უსაფრთხოებას, სამშვიდობო პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. ვერაფერი გადაფარავს იმას, რომ არ ვიქეცით სტატისტიკად თუნდაც იმ პოლიტიკოსების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, პრეზიდიუმში სხედან და თავიანთ აგენტურას, ეთნიკურად ქართველებს უსმენენ თურმე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა ანტიდემოკრატიასთან აქვთ საქმე. მათ შორის, უსმენენ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას," მათივე წოდებულს დემოკრატიის შუქურად - ძალას, რომლის დროსაც ციხეში აუპატიურებდნენ, ოჯახებს ამწარებდნენ, აწამებდნენ. დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.