საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან, შვილთან და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ბათუმში უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრო. 


ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთის და ინგლისის  გუნდები დაუპირისპირდნენ. 
ინგლისის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. 


პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები.