ირაკლი ბერაიას პარლამენტში ლევან მაჭავარიანი შეცვლის.

იგი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მყოფი მომდევნო ადამიანი, ვისაც ადგილმონაცვლეობა უწევს.

5 აპრილს, პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ის პარლამენტში პარტიული სიით იყო მოხვედრილი, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მის ადგილმონაცვლეს წარადგენს.

ლევან მაჭავარიანი „ქართული ოცნების“ რეგიონალური მდივნის მოადგილეა.